top of page

ქართული სახლი ავსტრიაში



 

Georgisches Haus in Österreich zur Förderung von Sprache, Kultur und Ausbildung

ჩვენი დევიზია
ქართული სახლი

***

ენა,

მამული,

სარწმუნოება






 

  "სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს."

 

ილია ჭავჭავაძე

                   " ...ენა არ გაწყენს არც ერთი,

                    უნდა იცოდე რამდენიც;

                    ოღონდ არ უნდა დაჰკარგო

                    ქართული სიტყვის ნათელი!

 

                   მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,

                    რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,

                    ვინც ვერ ახერხებს ქართულად

                    წერას, კითხვას და ლაპარაკს.

 

                    ვინც არც იცის და არც უნდა

                    იცოდეს ჩვენი წარსული;

                    ვინც ხმას ვერ იღებს ქართულად,

                    არც სხვისი ესმის ქართული.

 

                    განა იმისთვის იბრძოდნენ

                    წარსულში მამა-პაპანი -

                    დღეს შვილმა აღარ იცოდეს

                    სისხლით დაცული ანბანი?!..."

 

მუხრან მაჭავარიანი

 

 



 



 

                    " კაცად მაშინ ხარ საქები,

                     თუ ეს წესი წესად დარგე:

                     ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,

                     - აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?"


 

ილია ჭავჭავაძე

ქართული სახლი ავსტრიაში

 

შემოგვიერთდით, ერთად ავაშენოთ ქართული სახლი ავსტრიაში და არა მარტო ავსტრიაში, დაე მთელმა მსოფლიომ გაიცნოს ქართული კულტურა!

bottom of page