top of page

ქართული დიასპორის დღე

  • Autorenbild: georgischeshaus
    georgischeshaus
  • 27. Mai 2015
  • 1 Min. Lesezeit

27 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმი "გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს" გაიმართა. ფორუმი მიზნად ისახავდა სამშობლოსთვის დიასპორული გამოცდილების გაზიარებას, დიასპორასა და სამშობლოს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ისე კერძო და სამოქალაქო სექტორთან. ღონისძიების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო დიასპორის ჩართულობისალიანსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი _ აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზებას და განხორციელებას. დიასპორასთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებული საკითხების ურთიერთგაზიარებას, განსაზღვრულ შემთხვევებში საგანმანათლებლო პროექტების ერთობლივ განხორციელებას.

მსოფლიო ბანკი_ აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს დიასპორაში ფინანსური ცოდნის ამაღლებას, დიასპორულ საინვესტიციო ინსტრუმენტებზე ერთობლივად მუშაობას, მათ შორის დიასპორული ობლიგაციების საქართველოში დანერგვას.

საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსი _აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს რეგიონალურ პარტნიორობას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.


 
 
 

Comments


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page