ჰუმანიტარული დახმარება თბილისის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთათვის /Humanitäre Hilfe für die Betro
- georgischeshaus
- 26. Juni 2015
- 1 Min. Lesezeit
დღეს ვენიდან თბილისში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. საერთო ჯამში 25 ყუთი და 330 კილოგრამი!
ეს ყველაფერი კი "ავსტრიის ქართული სახლის" და "ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" ორგანიზებით, ავსტრიაში მცხოვრები ქართველების კეთილი ნებისა და სოლიდარობის დამსახურებით!
მადლობა ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან თავიანთ სამშობლოს გვერდით დაუდგნენ, რომელთაც გული შეტკივათ თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და ერთად, ამ გზით ვცადეთ დაზარალებულთა დახმარება. მადლობა ვენაში მცხოვრებ პატარებს, რომლებმაც თავიანთი ხელით ჩაალაგეს საკუთარი სათამაშოები თბილისელი ბავშვებისთვის.
ამ ტრაგედიამ ყველას დაგვანახა, რომ არ აქვს მანძილს მნიშვნელობა, როცა ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ჩვენ ერთად დგომა შეგვიძლია, მაგრამ ვისურვებდით, რომ აღარასოდეს განეცადოს ჩვენს ქვეყანას და ხალხს მსგავსი ტკივილი.
ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციას და მის ხელმძღვანელს, სალომე სალაძეს. რომელიც მიუხედავად მანძილისა მთელი ამ დღეების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული და არცერთი წამით არ გვაგრძნობინა სიშორე.
ჰუმანიტარულ ტვირთს დიასპორის სამინისტროს და თბილისის მერიის წარმომადგენლები ხვდებიან, რომელთაც მადლობას ვუხდით თანამშრომლობისა და გვერდში დგომისთვის!
უღრმესი მადლობა "Georgian airways" - ს, მათ სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყვეს ამ ტვირთის ტრანსპორტირება.
და რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა ჩემ გუნდს რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფრის ორგანიზება .
ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა, მაგრამ ამ დრომდე გრძელდება თანხის შეგროვება. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ თანხით დაეხმაროთ დაზარალებულ ოჯახებს.


Comments